კონფიდენციალურობის პოლიტიკა

შპს „გლობალ აუტო იმპორტ“ (შემდგომში ,,კომპანია”)
შპს „გლობალ აუტო იმპორტ“ არის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაარსებული კომპანია.
საიდენტიფიკაციო ნომერი: 400280931
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ზღვისუბნის დასახლება, III მიკრო/რაიონი, V კვარტალი, კორპუსი 25, ბინა 23, 0178

კომპანიის ვებსაიტზე შემოსვლით, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში ,,პოლიტიკა”). თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ ვებსაიტით სარგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განაგრძობთ ვებსაიტის გამოყენებასა და სერვისის მიღებას, ეს ავტომატურად ჩაითვლება თქვენი მხრიდან წინამდებარე პოლიტიკაზე სრულად დათანხმებად.

წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს მომხმარებელთა პირადი და სხვა ინფორმაციის დამუშავებისა და დაცვის წესებს.

1. ზოგადი

1.1. შპს „გლობალ აუტო იმპორტ“ განიხილავს პერსონალური მონაცემებისა და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის  მნიშვნელობას [შემდგომში – „მონაცემები“]  იყენებს ყველაზე მოწინავე ზომებს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კომპანია მუდმივად უზრუნველყოფს უსაფრთხოების ზომების შესაბამისობას საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან, საერთაშორისო პრაქტიკასთან და ტექნიკურ მიღწევებეთან.

1.2. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანია კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე – WWW.GLOB.GE-ის (შემდგომში ,,ვებსაიტი“) მომხმარებლების/წევრების/სტუმრების მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების გამოყენების პირობების რეგულირება.

1.3. კონფიდენციალურობის პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე მხარის ვებსაიტებზე და აპლიკაციებზე, რომლებიც მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს. ამა თუ იმ ბმულზე გადასვლამდე მომხმარებელი უნდა გაეცნოს მესამე მხარის ვებსაიტის პირობებს.

1.4. კომპანია იღებს და ამუშავებს მონაცემებს, რომლებიც მიწოდებულია მომხმარებლის მიერ შპს „გლობალ აუტო იმპორტ“-ისთვის და ასევე, მონაცემებს, რომლებიც მისთვის ცნობილი ხდება, როდესაც მომხმარებელი იყენებს კომპანიის ვებსაიტს და მის სერვისებს.

1.5 თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ ინფორმაცია ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე, კერძოდ, მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. თქვენი მოთხოვნა შესრულდება დაუყოვნებლივ, თუკი აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის იმპერატიულ ნორმებს. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის თქვენთვის მოწოდების ვალდებულება წარმოგვეშვება მხოლოდ თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში.

2. მონაცემთა დამუშავების მიზნები

2.1. კომპანია ამუშავებს მონაცემებს მომხმარებლებისთვის სერვისების მიწოდების, კორექტირებისა და გაუმჯობესების მიზნით, ასევე პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. ქვემოთ მოცემულია პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობითი მაგალითები: შპს „გლობალ აუტო იმპორტ“:

  • უზრუნველყოფს მოთხოვნილ და ვებსაიტის შესაბამისი სერვისების/პროდუქტის [ელექტრონული ხელმოწერა, დოკუმენტის გაზიარება და ა.შ.] მიწოდებას მომხმარებლისთვის და იღებს გადახდებს.
  • ქმნის ანგარიშს ვებსაიტზე
  • უგზავნის მომხმარებელს სერვისებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
  • მარკეტინგის პარამეტრები, პროდუქტები ან სპეციალური ღონისძიებები ელექტრონული ფოსტით. უგზავნის მარკეტინგულ ინფორმაციას მომხმარებლებს ფოსტით ან ტელეფონით.
  • იწერს დოკუმენტებთან დაკავშირებულ მონაცემებს, მაგალითად: ვინ ნახა დოკუმენტი, ვინ მოაწერა ხელი მას, გამოყენებული მოწყობილობები და დრო, IP მისამართი.
  • ამოწმებს სერვისებში ცვლილებებს და წარადგენს ახალ მახასიათებლებსა და პროდუქტებს.
  • პასუხობს სერვისებთან შესაძლო პრობლემებს, პასუხობს ტექნიკურ კითხვებს და წყვეტს დავებს.
  • ხელს უშლის, იძიებს და რეაგირებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: თაღლითობა, სერვისების არაავტორიზებული გამოყენება, წესებისა და პირობების დარღვევა ან სხვა უკანონო ქმედებები.
  • დაიცვას სამართლებრივი მოთხოვნები, მათ შორის, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაციები.

3. მონაცემთა შეგროვების საფუძველი და წესი

3.1. შპს „გლობალ აუტო იმპორტ“-ის მიერ მონაცემთა დამუშავების საფუძველია მომხმარებლის თანხმობა გამოიყენოს ვებსაიტი და გადასცეს კომპანიას პერსონალური მონაცემები და/ან დაუშვას კომპანია ამგვარი მონაცემების მიღება/დამუშავებაზე.

3.2. მომხმარებელი ვებსაიტის გამოყენებით ეთანხმება ამ დოკუმენტით განსაზღვრულ მონაცემთა დამუშავების წესს, მიზნებს, საფუძვლებსა და მოცულობას.

3.3. შპს „გლობალ აუტო იმპორტ“-ის მიერ მომხმარებლის მონაცემების მოპოვების/მიღების გზები:

3.3.1. როდესაც მომხმარებელი რეგისტრირდება ან იყენებს ანგარიშს და ნებაყოფლობით წარადგენს მონაცემებს [მაგ: ელ. ფოსტა, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ა.შ.] ვებსაიტის გამოყენების მიზნით.

3.3.2. მონაცემები, რომლებიც კომპანიისთვის გახდება ცნობილი, როდესაც მომხმარებელი იყენებს ვებსაიტს [მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება: მოწყობილობის IP მისამართით, ვებსაიტის გამოყენების დროით, თარიღით, ადგილით, ხელმომწერებით, ხელმოწერის დრო, ბრაუზერის ვერსია].

ასეთი მონაცემები ცნობილი ხდება კომპანიისთვის, როდესაც მომხმარებელი:

3.3.2.1. ქმნის, ხელს აწერს, აგზავნის, აზიარებს, იღებს ან ნახულობს დოკუმენტს.

3.3.2.2. ქმნის ან არედაქტირებს მომხმარებლის ანგარიშს.

3.3.2.3. იყენებს ანგარიშს.

3.3.2.4.უკავშირდება მომხმარებელთა მხარდაჭერას.

3.3.2.5. აკეთებს კომენტარს კომპანიის ბლოგზე ან ფორუმზე, სოციალურ გვერდზე.

3.3.2.6. იყენებს ვებსაიტის სხვადასხვა სერვისს.

3.3.3. გარდა ამისა, ვებსაიტის გამოყენებისას მომხმარებელი აწვდის მონაცემებს სხვა პირების შესახებ კომპანიას როცა:

3.3.3.1. ახორციელებს ხელმოწერის ინიცირებას და მიუთითებს მონაცემებს სხვა პირების შესახებ [სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი]

3.3.3.2. ამატებს სხვა ადამიანებს ქვემომხმარებლებად აქტიურ ანგარიშში.

4. დამუშავებული მონაცემების სახეები

4.1. მიღებული და დამუშავებული მონაცემების კატეგორიებს მიეკუთვნება, მათ შორის და არამხოლოდ:

4.1.1. იდენტიფიკატორები: პირადობა, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტა, საფოსტო ინდექსი, ტელეფონის ნომერი ან ელექტრონული ხელმოწერა.

4.1.2. კომერციული მონაცემები: ბილინგის ინფორმაცია, შეძენილი პროდუქტები ან მომსახურება, გადახდის მეთოდები და გადახდის შესახებ ინფორმაცია.

4.1.3. გეოლოკაცია, ფიზიკური მდებარეობა.

4.1.4. ავტომატურად მიღებული მონაცემები:

4.2. ავტომატურად მიღებული მონაცემები:

4.2.1. ინფორმაცია მოწყობილობის გამოყენებისა და ტრანზაქციების შესახებ. მათ შორის: როგორ იყენებთ პლატფორმას, თქვენს კომპიუტერს ან სხვა მოწყობილობას, როგორიცაა მობილური ტელეფონი ან ტაბლეტი, IP მისამართი, უნიკალური მოწყობილობის იდენტიფიკატორები და მახასიათებლები, როგორიცაა ოპერაციული სისტემა და ბრაუზერი. გვერდზე შესვლა, გვერდიდან და URL-დან გასვლა, ვებსაიტის ან ამა თუ იმ სერვისის გამოყენების ხანგრძლივობა, თარიღი და დრო, გამოყენების სიხშირე, შეცდომების შესახებ შეტყობინება და სხვა მსგავსი ინფორმაცია.

4.2.2. ტრანზაქციის მონაცემები, მაგ: მონაწილეთა სახელი და ელფოსტა, ტრანზაქციის საგანი, ტრანზაქციაში სხვადასხვა პირის მიერ განხორციელებული ქმედებების ისტორია (მაგ. დათვალიერება, ხელმოწერა, პარამეტრების გააქტიურება) და პერსონალური ინფორმაცია ამ პირების ან მათი მოწყობილობების შესახებ – ვინაობა, ელფოსტა, IP მისამართი და იდენტიფიკაციის მეთოდები.

5.[CookieS]

5.1. [CookieS] – მონაცემების შესანახად ან შესაგროვებლად, კომპანია იყენებს ქუქი-ფაილებს, ანუ ფაილებს, რომლებიც შეიცავს მომხმარებლის მოწყობილობაში გადმოწერილი ინფორმაციის მცირე რაოდენობას.

5.2. ქუქი ფაილები ინახება მომხმარებლის ბრაუზერის მიერ [chrome, cover და ა.შ.] მომხმარებლის აპარატურულ მოწყობილობაზე. ეს ფაილები საშუალებას აძლევს კომპანიის ვებსაიტს მოერგოს მომხმარებელს. ქუქიები არის ბრაუზერის მეხსიერება კონკრეტული ვებსაიტისთვის, რომელიც ცნობს როდის იყენებს მომხმარებელი ვებსაიტს და ადაპტირდება მომხმარებლის საჭიროებებთან.

5.3. ქუქი-ფაილები ეხმარებიან მომხმარებელს მოერგოს ვებსაიტი მას და არა ყოველ ჯერზე დაარეგულიროს პარამეტრები [მაგალითად, ვებსაიტის ენა].

5.4. ქუქიები შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის: მდებარეობა, რეგისტრაცია, რეკლამა, მესამე მხარე და ა.შ.

5.5. მესამე მხარის ქუქი-ფაილები ზოგადად ნიშნავს მესამე მხარეებს, რომლებიც ახორციელებენ ანალიტიკას [მაგალითად, Google Analytics], ასეთი ქუქიები განსაზღვრავს რამდენად ხშირად სტუმრობს მომხმარებელი ვებსაიტს, თითოეული სესიის ხანგრძლივობას და ა.შ.

5.6. რეგისტრაციის ან/და ანგარიშის ქუქი-ფაილები გვაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელმა მომხმარებელმა დაარეგისტრირა ანგარიში და/ან იყენებს ანგარიშს, რამდენ ხანს გამოიყენება ანგარიში და/ან რა სერვისები გამოიყენება.

5.7. გეოლოკაციის ქუქიები განსაზღვრავს მომხმარებლის მიერ ვებსაიტის გამოყენების ადგილს.

5.8. ბრაუზერის მიერ ქუქიების წარმოქმნის სრულად შეზღუდვა შეუძლებელია, თუმცა ქუქიების შეზღუდვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მომხმარებლის მიერ ვებსაიტის სერვისების გამოყენებაზე და შეზღუდოს მათი გამოყენება.

5.9. მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს და გამოიყენოს ქუქი ფაილების პარამეტრები:

  • ქუქიების პარამეტრები – Firefox
  • ქუქიების პარამეტრები – Chrome
  • ქუქიების პარამეტრები – Internet Explorer
  • ქუქიების პარამეტრები – Safari.

6. მონაცემთა გაზიარება

6.1. კომპანია აწვდის მონაცემებს მესამე პირებს მხოლოდ წინამდებარე  პოლიტიკაში მითითებულ შემთხვევებში. გარდა ამისა, მონაცემები არ იქნება გამჟღავნებული ისეთი ფორმით, რომელიც ჩაითვლება მონაცემთა არაგონივრულ გადაცემად მოქმედი კანონმდებლობით.

6.2. კომპანია აწვდის მონაცემებს ქვემოთ ჩამოთვლილ სუბიექტებს [გარდა ამისა, ამ პირებს მიეწოდებათ მხოლოდ მონაცემების რაოდენობა და ტიპი, რომელიც საჭიროა/აუცილებელია პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებისთვის]:

6.2.1. სერვისის პროვაიდერები. მონაცემები გადაეცემა სხვა მესამე კომპანიებს ( შემდგომში – „პროვაიდერი“), სერვისების მხარდაჭერის მიზნით. აღნიშნული კომპანიები უზრუნველყოფენ ისეთ სერვისებს, როგორიცაა ინფორმაციის შენახვა, საძიებო ტექნოლოგიები, ანალიტიკა, რეკლამა, იდენტიფიკაციის სისტემები, თაღლითობის გამოვლენა და ტექნიკური მხარდაჭერა.

6.2.2. სახელმწიფო ორგანოები, კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6.2.3. მომხმარებლის მოთხოვნით, ან მისი თანხმობით შესაძლებელია მონაცემების გაზიარება სხვა ფორმით ან/და სხვა მესამე პირისთვის.

6.3 მონაცემები, ასევე, შეიძლება მიეწოდოს შემდეგ სუბიექტებს: როდესაც ერთი მომხმარებელი ანიჭებს წვდომას სხვა მომხმარებელს, მათ შორის მისი ანგარიშის შინაარსის გამოყენების ან რედაქტირების უფლებას, ან აგზავნის დოკუმენტს ხელმოწერისთვის, დოკუმენტთან დაკავშირებული მონაცემები ცნობილი ხდება მიმღები.

7. პასუხისმგებლობა

7.1. შპს „გლობალ აუტო იმპორტ“ პასუხისმგებელია მისთვის მიწოდებული მონაცემების დამუშავებაზე, შენახვაზე და კონფიდენციალურობაზე.

7.2. მომხმარებელი, რომელიც აწვდის მონაცემებს კომპანიას, პასუხისმგებელია, რომ მას ჰქონდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი მონაცემთა მიწოდების/დამუშავებისთვის.

7.3. როდესაც მომხმარებელი ატვირთავს/აზიარებს/იღებს დოკუმენტს პლატფორმაზე, მომხმარებელი და არა კომპანია პასუხისმგებელია მონაცემთა შეგროვებაზე, დამუშავებაზე და შესაბამისად ამ დოკუმენტის შინაარსში არსებულ მონაცემებზე.

8. მომხმარებლის უფლებები

8.1. მომხმარებელს უფლება აქვს:

8.1.1. მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული მონაცემების შესახებ, მათ შორის: რომელი მონაცემები მუშავდება, მათი დამუშავების მიზანი და საფუძველი, მონაცემთა შეგროვების მეთოდები, მონაცემთა გადაცემა [ასეთის არსებობის შემთხვევაში].

8.1.2. მოითხოვოს მონაცემების შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება ან დამუშავების შეწყვეტა. შენიშვნა: თუ მომხმარებელი ითხოვს კომპანიისგან მონაცემების მთლიანად ან ნაწილობრივ წაშლას, ან მთლიანად ან ნაწილობრივ დამუშავების უფლების შეზღუდვას, ამან შეიძლება გამოიწვიოს სერვისების შეწყვეტა/შეჩერება.

8.1.3. უარი თქვას მონაცემთა დამუშავებაზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. თუ მომხმარებელი უარს ამბობს მისი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის დამუშავებაზე, ეს არ ართმევს კომპანიას უფლებას გამოიყენოს საკონტაქტო/საკომუნიკაციო მონაცემები სერვისთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებისთვის.

8.1.4. მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პრეტენზიების შემთხვევაში დაუკავშირდით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს.

9. მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა

9.1. თუ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ეფუძნება მომხმარებლის ან კანონმდებლობიდან გამომდინარე მოთხოვნას, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და წაშლა/განადგურება [მოთხოვნის შესაბამისად] მოხდება გონივრულად მოკლე დროში, ისე, რომ სხვა პირთა უფლებები და ინტერესები  არ დაირღვეს.

9.2. კომპანია მომხმარებლის მონაცემებს ინახავს თანამშრომლობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ასევე, თანამშრომლობის დასრულების შემდეგ 5 წლამდე ვადით შემდეგი მიზეზების გამო:

  •  კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნის შემთხვევაში მათთვის წარსადგენად;
  • იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ მიერ მონაცემების დამუშავება ნამდვილად განხორციელდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით;
  • შესაბამისი რეგულაციების/წესების დაცვით მონაცემთა დამუშავების/აღრიცხვის წარმოებისა ან/და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით.

9.3. გამონაკლის შემთხვევაში, ჩვენ შესაძლოა შევინახოთ თქვენი პირადი მონაცემები 5 წელზე მეტი დროით, თუ მისი წაშლის შესაძლებლობა არ გვაქვს სამართლებრივი ან ნორმატიული მიზეზების გამო. თუ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შენახული თქვენი ნებისმიერი მონაცემი არასწორი ან არასრულია, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ თქვენი ეჭვების დასაფიქსირებლად. ჩვენ ყველა გონივრულ ზომას მივიღებთ, რათა შევამოწმოთ და გამოვასწოროთ ნებისმიერი ხარვეზი.

10. ცვლილებები

10.1. კომპანია უფლებამოსილია დროდადრო შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე პოლიტიკაში, რაც ნიშნავს, რომ შეცვლილი პირობები ავტომატურად გავრცელდება მომხმარებლისთვის და ექნება სავალდებულო იურიდიული ძალა.

10.2. მომხმარებელს ეცნობება პირობების ნებისმიერი ცვლილების შესახებ პლატფორმაზე შესვლისას. შეტყობინების ფორმის შერჩევა წარმოადგენს კომპანიის უფლებამოსილებას.