გორში ,,გლობალ ავტო იმპორტის” ფილიალი გაიხსნა
6 სექტემბერს, გლობალ ავტო იმპორტმა, ახალი, რიგით მეხუთე ფილიალი ამჯერად, გორში გახსნა. კომპანიის მიზანია, გააფართოვოს მომსახურების არეალი და მომხმარებელს გაუმარტივოს ავტომობილის შეძენის პროცესი.
,,გლობალ ავტო იმპორტმა წელს უკვე მეხუთე ახალი ფილიალი გახსნა საქართველოს მასშტაბით. ჩვენს მომხმარებლებს დღეიდან უკვე გორის ახალ ფილიალშიც მოვემსახურებით. სადაც გვაქვს ახალი კონცეპტუალური სივრცე. აღნიშნულ სივრცეში შედგება მოლაპარაკებები ავტოდილერებთან თანამშრომლობის შესახებ, ასევე შევხვდები იმ ადამიანებთან, ვისაც სურთ შეიძინონ ავტომობილი ამერიკის წამყვანი აუქციონებიდან საუკეთესო პირობებით.“ მაიკო მარჯანიძე, გლობალ ავტო იმპორტის ბიზნესის განვითარების დირექტორი.
ახალი ფილიალი მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში (სტალინის გამზირი N13) და მომხმარებელს უზრუნველყოფს მაღალი ხარისხითა და სწრაფი მომსახურებით. ფილიალის გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი სპეციალისტებისგან, რომლებიც მზად არიან ყველას გაუწიონსაუკეთესო მომსახურება და პროფესიონალური კონსულტაცია ყველა საჭირო საკითხზე.
,,გლობალ ავტო იმპორტის კიდევ ერთი ახალი ფილიალი უკვე გორში გაიხსნა. მოხარულები ვართ, რომ გორის ფილიალის გუნდი შეძლებს ყველა მსურველს შეუძინოს მისთვის სასურველი ავტომობილი და გაუწიოს ყველაზე კომფორტული და საიმედო მომსახურება. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მომხმარებლებს, რადგან ყოველი ახალი ფილიალი მათი მხარდაჭერისა და ერთგულების შედეგია. სწორედ ჩვენი მომხმარებელი წარმოადგენს ჩვენს მთავარ მამოძრავებელ ძალას.“ ამბობს თინათინ გველესიანი, გლობალ ავტო იმპორტის საოპერაციო დირექტორი.
ვიმედოვნებთ, რომ ახალი ფილიალი შეიტანს მნიშვნელოვან ცვლილებებს ადგილობრივ ავტო ბაზარზე და გააუმჯობესებს მომხმარებელთა გამოცდილებას. კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს მაღალი სტანდარტები და მოერგოს კლიენტთა საჭიროებებს, რაც გლობალ ავტო იმპორტს სანდო პარტნიორად აქცევს საქართველოს ავტო ინდუსტრიაში.