საცალო გაყიდვების მენეჯერი

გლობალ ავტო იმპორტი 2017 წლის ნოემბერში დაარსდა და უზრუნველყოფს ავტომობილების, მოტოციკლების, სპეც – ტექნიკის შეძენასა და ტრანსპორტირებას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 9 პორტიდან, ასევე, ალიასკის, კანადისა და ჰონოლულუს პორტებიდან.

ჩვენ ვეძებთ საცალო გაყიდვების მენეჯერი, რომლის უფლება – მოვალეობებში შედის:

– გაყიდვების გეგმების მიხედვით ყოველდღიური სამუშაოების დაგეგმვა;
– პოტენციური კლიენტების საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება, ბაზაში გადამოწმება და ზარების დაგეგმვა/განხორციელება;
– შეთავაზების ფორმირება, კლიენტთან შეხვედრის ჩატარება ოფისში და შეხვედრის შემდგომ კონტაქტზე ყოფნა;
– კლიენტთან კონტრაქტის გაფორმება, გარიგების დახურვა;
– კლიენტის მუდმივი ინფორმირება, ახალი შეთავაზებების გაცნობა;

რა უნარებს უნდა ფლობდე იმისათვის, რომ შემოუერთდე გაყიდვების გუნდს :

– სასაუბრო რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა.
– მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

შემოუერთდი გლობალის მუდმივად მზარდ გუნდს, ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, სადაც კვალიფიციური და კეთილგანწობილი ადამიანები დაგხვდებიან. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის გუნდურობა, თანამშრომლების ზრდა და განვითარებას.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00 – 18:00
მდებარეობა: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 68-ე კმ.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმეებს ველით მეილზე [email protected] .
გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება – საცალო გაყიდვების მენეჯერი

გისურვებთ წარმატებებს!

შემოგვირთდი